ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


დინამოს, სამტრედიის და ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები ევროტურნირზე

    2018-05-27 22:38

   

...
თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ჩემპიონატი დასრულდა და ცნობილია ის გუნდები ვინც ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ჩაებმებიან, შეგახსენებთ რომ რანგით მეორე ევროტურნირზე საქართველოს ღირსებას თბილისის ''დინამო'', საჩხერის ''ჩიხურა'' და ''სამტრედია'' დაიცავს.

ვერცხლის მედლის მფლობელი, ''დინამო'' ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მაღალი კოეფიციენტის გამო განთესილი იქნება და მეტოქედ უფრო სუსტი გუნდი ელის, რომელთა შორის გამოსარჩევია შვეიცარიის ლიგაში გამოცდილი ლიხტენშტეინური ''ვადუცი'', დანარჩენი მეტოქეები კი ისეთია რომლის ეტაპის გადალახვაც აუცილებლად მოეთხოვებათ თბილისელებს.

შედარებით რთულად აქვთ საქმე იმერულ გუნდებს, ჩიხურაც და სამტრედიაც განუთესავია, მათ სავარაუდო მეტოქეებში კი ისეთი გუნდებია როგორებიც არიან: კოპენჰაგენი, მარიბორი, პარტიზანი, მაკაბი თელ-ავივი, ლეხი, გაბალა, ლევსკი, რეინჯერსი, კაირატი, თუმცა აქაცაა ისეთი მეტოქეები ვისთან ''თამაშიც'' შეიძლება...

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 94 გუნდი ითამაშებს, 47 წყვილის გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე გავა, მატჩები 12-19 ივლისს გაიმართება, ხოლო წილისყრა 19 ივნისს შედგება.

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?