ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


სენსაცია თასზე: ლიგა 3-ის გუნდმა უმაღლეს ლიგელი დაიფრინა

    2018-06-12 19:42

   

...

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალური ეტაპის 6 მატჩი

დღის ცენტრალური მატჩი მარტვილში გაიმართა, სადაც ელიგა 2-ის წარმომადგენელმა წყალტუბოს ''სამგურალმა'' ელიგა 1-ის ''რუსთავს'' უმასპინძლა, ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს, 27-ე წუთზე 11 მეტრიანი დარტყმით პირველი რუსთავული გოლი გაიტანა მათე ცინცაძემ, იმერლებმა წონასწორობა ზუსტად 1 წუთში ზურაბ ფანცხავას გოლით აღადგინეს, ზუსტად 4 წუთში ქვემო ქართლელები ბექა ქავთარაძემ დააწინაურა, ამის შემდეგ ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლილა და ყველას რომ ეგონა ასეც დასრულდებოდა მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მამუკა ღონღაძემ ანგარიში გაათანარა, გუნდებმა დამატებით დროში ვეღარ მოახერხეს გოლის გატანა, 11 მეტრიანების სერიაში კი ორივე გუნდმა უნაკლოდ შეასრულა 5-5 დარტმა, მე-6 დარტყმა კი წყალტუბოელთა ფეხბურთელმა ზურაბ ენდელაძემ ძელს მოარტყა და შემდეგი ეტაპის საგზურიც რუსთაველებს დარჩათ.

სენსაცია დაფიქსირდა ლანჩხუთში, რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე ''გურიამ'' უმაღლეს ლიგელი ფოთის ''კოლხეთი'' თენგიზ ჩიკვილაძის გოლით დაამარცხა.

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ქოჯაელი 0:8 დილა
გოლები: ფანცულაია (5, 7, 9, 34, 72) სამუშია (35) ფორტესი (37) კოვტალიუკი (68)

მეშახტე 2:3 სამტრედია
გოლები: ფატიჩი (0:1, 10) კირკიტაძე (0:2, 17 პენ.) ჩიხლაძე (1:2, 51) ანტე გი (1:3, 69) დარსაველიძე (2:3, 86)

მარკ სტარსი 2:4 მერანი
გოლები: ხინთიბიძე (0:1 12, 0:2 27) ფაცაცია (0:3, 51) კლიმიაშვილი (0:4, 60) მ.სიჭინავა (1:4, 74) ლებანიძე (2:4, 88)

მეტა 0:0 პენ. 3:2 თბილისი სითი

1/16 ფინალური ეტაპის კიდევ 5 მატჩი ხვალ გაიმართება:

17:00 სთ. გორი ''ქართლი''
გორი - ტორპედო

17:00 სთ. თბილისი ''შატილი''
თბილისი 2016 - ჩიხურა

17:00 სთ. მცხეთა ''მცხეთა პარკი''
ვიტ ჯორჯია 2 - საბურთალო

17:00 სთ. თბილისი ''მიხეილ მესხი 2''
ლოკომოტივი - დინამო თბ.

17:00 სთ. თბილისი ''ბასა''
გაგრა - სიონი



თასის გათამაშების 1/16 ფინალი 14 ივნისს დასრულდება

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?