ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


დავით ყიფიანის თასი: რეგიონლიგელმა ეროვნული ლიგის ლიდერი გამოაგდო

    2018-06-13 19:47

   

...
გრძელდება საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები, დღეს კიდევ 5 გუნდი გაირკვა ვინც 1/8 ფინალში ითამაშებს

დღის ცენტრალურ მატჩს ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა, სადაც თბილისურ დერბიში ''ლოკომოტივი'' და ''დინამო'' არკვევდნენ შემდეგი ეტაპის საგზურის ბედს, მატჩმა მოლოდინი გაამართლა, ძირითად დროში გუნდებმა 6 გოლი შემოგვთავაზეს, აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმი ლურჯ-თეთრებმა 2:0 მოიგეს, თუმცა რკინიგზელებმა მეორე ტაიმში მატჩის გადარჩენა მოახერხეს, ძირითადი დრო 3:3 დასრულდა.
დამატებითი დრო 9 წუთის დაწყებული იყო როცა მოედანზე 8 წუთის შემოსულმა თამაზ ბაბუნაძემ კვლავ დააწინაურა სტუმრები, თუმცა ისევე როგორც ძირითადი დროის ბოლო წუთზე, დამატებითი დროის ბოლო წუთზეც მოახერხეს ვაკელებმა ანგარიშის გათანაბრება, რატი არდაზიშვილმა მთელი მატჩის განმავლობაში ''აჭრილი'' დემეტრე ბულისკირიას შეცდომით ისარგებლა და შორეული დისტანციიდან ჯარიმა პირდაპირ კარში გაუშვა 4:4..
პენალტების სერიაში მასპინძელთა ნიკა ჭანტურიამ გააფუჭა დარტყმა, მას ბულისკირიამ აჯობა, დინამოელთა მხრიდან კი ყველამ ზუსტად შეასრულა თავისი დარტყმა და შემდეგ ეტაპზეც ''დინამო'' გავიდა.

თასის მოქმედმა მფლობელმა საჩხერის ''ჩიხურამ'' რეგიონლიგელი ''თბილისი 2016'' სტუმრად 6:0 გაანადგურა, დუბლი შეასრულა პედრო გუგამ, თითო გოლი კი იონანიძემ, ჩიხლაძემ და ბუხაიძემ გაიტანეს, ერთი გოლიც ავტოგოლით გავიდა.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო'' გორს ესტუმრა და ლიგა 3-ის ბინადარი ''გორი'' 2:0 დაამარცხა, გოლები ლევან კუტალიას და თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა.

რანგით მეორე ლიგელმა ''გაგრამ'' უმაღლეს ლიგელი ბოლნისის ''სიონი'' გამოთიშა ასპარეზობას, მასპინძლები რატი ცაცკრიალაშვილმა დააწინაურა, ბერიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი რატიმ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი 1/8 ფინალში გაიყვანა.

დღის მთავარი სენსაცია მცხეთაში შედგა, რეგიონლიგაში მოასპარეზე ''ვიტ ჯორჯიას'' მეორე გუნდმა უმაღლესი ლიგის ლიდერი ''საბურთალო'' მიიღო და 120 წუთი ტოლსწორად ეომა, მართალია თბილისელები გადახალისებული შემადგენლობით იყვნენ, თუმცა ეს ვეტერინართა მონდომებას და კარგ თამაშს ოდნავადაც ვერ აკნინებს. პენალტების სერიას რაც შეეხება აქ მასპინძლება კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინეს და მათზე ბევრად გამოცდილი საბურთალო დაამარცხეს, სტუმართა მხრიდან 11 მეტრიანი დარტყმები მამუჩაშვილმა და ტატანაშვილმა გააცუდეს.


ხვალ 1/16 ფინალური ეტაპის დარჩენილი 5 მატჩი გაიმართება:

17:00 სთ. მარტყოფი ''სარაგბო ბაზა''
გარდაბანი - იმერეთი

17:00 სთ. გორი ''ახალბაღი''
ლიახვი ცხ. - ალგეთი

17:00 სთ. ხარაგაული ''სოსო აბაშიძე''
მარგვეთი 2006 - თელავი

17:00 სთ. მცხეთა ''მცხეთა პარკი''
ვიტ ჯორჯია - დინამო ბათუმი

19:00 სთ. ბათუმი ''ანგისა''
შუქურა - ნორჩი დინამო

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?