ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის ''ტატიშვილის'' მეტოქეები ცნობილია

    2018-07-05 16:50

   

...
რამდენიმე წუთის წინ უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის და მეინ რაუნდის წილისყრა,სადაც გაირკვა ის მეტოქეები ვინც საქართველოს ფუტსალის ჩემპიონ ''ტატიშვილს'' დაუპირისპირდება, მედიკოსები ტურნირზე პირველად ასპარეზობენ და განუთესავები არიან, თუმცა ეს მხოლოდ პირობითია და იმედი დავიტოვოთ რომ ტურნირზე ისე ღირსეულად ითამაშებენ როგორც ამას ''იბერია სტარი'' ახერხებდა ხოლმე.

შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფია, 7 ოთხ გუნდიანი და 2 სამ გუნდიანი, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ, ჩვენი ჩემპიონი მე-9, სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები იქნებიან კიშინიოვის ''დინამო'' და შვეიცარიული ''ლა შაუხი'', ჯგუფს მოლდოვა უმასპინძლებს. მატჩები კი 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაიმართება.

ცნობილია ისიც რომ ჯგუფის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ''ტატიშვილი'' მეინრაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდება, სადაც უკვე ელოდება ყაზახური ''აკტობე'', ხორვატიული ''მაკარსკა'' და შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული, სადაც 4 გუნდია: ფინური ''დინამო'', ნორვეგიული ''სანდერფიორდი'', ანდორული ''ენკამპი'' და ავსტრიული ''ნოიშტადი''

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?