ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სიახლეები


ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

   

...
ამ რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე ტურისტთა ჯგუფი შემხვდა, თავისუფალი თეატრის გზას კითხულობდნენ. ცოტა დრო მქონდა და თანატოლ გოგო-ბიჭებს დახმარების თხოვნაზე დავთანხმდი.
- საიდან ხართ? ვკითხე მე.
- ირანიდან, მიპასუხა ახალგაზრდა კაცმა. ამასობაში ჯგუფს ერთი ბიჭი გამოეყო, მოვიდა ჩემთან, თავი ამაყად აწია და გატეხილი ქართულით მეუბნება: აი მე საქართველოდან ვარ! ჩემი დედის და მამის სამშობლო აქ არის. ბევრი წლის წინ რომ დავბადებულიყავი, საქართველოში გავჩნდებოდი. ეხლა ფერეიდანში დავიბადე და მაინც ქართველი ვარ.
- პირველად ხარ საქართველოში?
- პირველად! თბილისი მხოლოდ ტელევიზორში და დედას სიმღერებში მაქვს გაგონილი. ახლა აქ ვარ და უნდა ყველაფერი ვნახო.

შენ, ძვირფასო მკითხველო, აბა კარგად დაფიქრდი, გულის ღრმა კუნჭულებში ჩაიხედე და გაიხსენე, რამდენჯერ გინატრია ერთიანი, ძლიერი, ერთი მიზნისათვის გაერთიანებული საქართველოს ნახვა? რამდენჯერ გინატრია, რომ აფხაზები, ოსები, ინგილოები, ჰერეთისა და ფერეიდნის ქართველობა და საქართველოს სხვა კუთხეების შვილები ერთად, ერთი ერთი მიზნისთვის გაერთიანებული გენახა? ალბათ ბევრჯერ ხო? აი მე ძალიან ბევრჯერ მინატრია და ეს, თითქოს შეუძლებელი, უტოპიური ნატვრა ხვალ ამიხდება, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც. ხვალ, 9 სექტემბერს, "დინამო არენას" მე-17 სექტორში იქნება გაერთიანებული, ერთი მიზნისათვის მებრძოლი საქართველო.
ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, მოდით მთავარ სათქმელზე გადავალ. მოკლედ, მეგობრების, კეთილის მსურველებისა და უბრალოდ კარგი ადამიანების მხარდაჭერით, ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე სრული მობილიზაციაა. სპეციალურად ხვალინდელი მატჩისათვის ირანიდან ჩვენი ფერეიდნელი მეგობრები ჩამოდიან, მათ კახისა და ჰერეთის ქართველობაც უერთდება, აფხაზები და ოსები ჩვენს ტრიბუნაზე ხომ უკვე ჩვეული მოვლენაა და აღნიშვნაც აღარაა საჭირო. ხვალ ჩვენს ტრიბუნაზე იდგებიან თბილისისა და ბათუმის "დინამოების" ფანები, იქნებიან ფან კლუბები გორიდან, რუსთავიდან, თელავიდან, სამტრედიიდან, ტყიბულიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ასე რომ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველო ტრიბუნაზე გავაერთიანეთ და გპირდებით, მოვა დრო არც ტრიბუნის გარეთ დავაკლებთ ცდას.
და შენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ჩემო დაო, ძმაო ან უფროსო თუ უმცროსო მეგობარო, ახლა უნდა გააკეთო არჩევანი, ახლა უნდა გადაწყვიტო აყვები თუ არა ამ ერთიან მუხტს, ახლა უნდა დაფიქრდე საით მხარეს სჯობს დგომა, იქ სადაც სამშობლოს სიყვარულით სავსე ადამიანები დგანან თუ იქ, სადაც მავანნი და მავანნი გინებას, ლანძღვას და სიძულვილს ქადაგებენ.

ქომაგები ხვალ, 9 სექტემბერს, 17:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან შევიკრიბებით, საიდანაც დინამოს სტადიონამდე მსვლელობით მივალთ, ქალაქში განწყობას შევქმნით და აღებულ მუხტს ტრიბუნაზე შემოვიტანთ. შემოგვიერთდი შენც!

ქართული სპორტის ქომაგი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?