ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კალათბურთი


შენგელიას 18 ქულა და მეორე გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

    2019-10-21 11:35

   

...
"ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო. ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ბასკებმა "ფერნანდო ბუესას არენაზე" "რეალ ბეტისი" 84:73 დაამარცხეს.  გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი თორნიკე შენგელიამ შეიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველაზე მეტი 35:43 წუთი ითამაშა, 18 ქულა მოაგროვა, რაც მატჩში მესამე შედეგი იყო, 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. შენგელიას პარკეტზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა.  რაც შეეხება ეროვნული გუნდის მეორე წევრს, მეტ ჯენინგმა, რომელიც შენგელიასგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 29:56 წუთში 3 ქულა და ამდენივე პასი მოაგროვა.  ბასკებმა მეორე მოგებით 4 ქულა მოაგროვეს და მეცხრე ადგილზე არიან, შემდეგ შეხვედრას კი "ტენერიფესთან" გამართავენ.

უტა არსაკიძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?